1748980445
„300-მდე პაციენტი გააუპატიურა, მათ შორის, საკუთარი დის შვილები..." - 74 წლის ქირურგის საქმე, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილ ფრანგ ქირურგს, 74 წლის ჯოელ ლე სკუარნეკს სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულებისთვის, თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქირურგად მუშაობის პერიოდში (1989-2014 წლამდე) ჯოელმა 299 პაციენტზე სექსუალურად იძალადა. მსხვერპლთა უმეტესობა 11 წლის იყო. NBC-ის ცნობით, ბავშვებზე ჯოელი სექსუალურად მაშინ ძალადობდა, როდესაც ისინი „ანესთეზიის ქვეშ იყვნენ ან ოპერაციის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდს გადიოდნენ".
BBC-ის ინფორმაციით, სამართალდაცავებმა ფრანგი ექიმის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მისი დღიურების წყალობით შეძლეს, რომლებშიც ის სექსუალური ძალადობის თითოეულ შემთხვევას დეტალურად აღწერდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე მსხვერპლს მომხდარის შესახებ არაფერი გახსოვდა.
ჯოელმა აღიარა, რომ 2 მსხვერპლის გარდაცვალებაში წვლილი მას მიუძღოდა. მომხდარის შედეგად მიღებულმა ტრავმამ მათ სუიციდისკენ უბიძგა.
ასევე, 2020 წელს ჯოელმა მეზობელი, მისი ორი დისშვილი და 4 წლის პაციენტი გააუპატიურა.
პოლიციის თქმით, ჯოელი დღიურებში მუდმივად წერდა, რომ ის პედოფილი იყო. ასევე, ჩხრეკის შედეგად ოფიცრებმა ბავშვების 300 000-მდე ფოტოებს მიაგნეს. მათ შორის, ჯოელის დის შვილების სურათებიც იყოს.