ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფარული საქმიანობის მტერი, ამიტომ ვისაც სურს საქართველოში ფარული გზებით რევოლუციებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, მათთვის ეს კანონი მიუღებელია

ქადაგიშვილი

გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფარული საქმიანობის მტერი, ამიტომ ვისაც სურს საქართველოში ფარული გზებით რევოლუციებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, მათთვის ეს კანონი მიუღებელია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფარული საქმიანობის მტერი, ამიტომ ვისაც სურს საქართველოში ფარული გზებით რევოლუციებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, მათთვის ეს კანონი მიუღებელია და გამჭვირვალობა დემოკრატიის სახელით დღეს შერაცხილია რუსულ და ანტიდემოკრატიულ მოვლენად. აქ ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს და საერთოდ ელემენტარული სტანდარტების უარყოფასაც“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ამოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი შეტევა მოჰყვა. გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამოდიან იგივე აქტორები.