სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
13 ნოემბერს წისქვილის „თეატრი“ უმასპინძლებს განსაკუთრებულ საღამოს, რომელიც გოგი დოლიძის შემოქმედების ზეიმი იქნება. ღონისძიება „გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“ აერთიანებს მუსიკას, სიყვარულს და ნოსტალგიის იმ შეგრძნებებს, რომლებიც გოგი დოლიძის ხმასთან და თბილისთან ასოცირდება.
სწორედ ამიტომ, ამ კონცერტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს, ის არამხოლოდ გოგის გახსენებაა, არამედ თბილისისა და საქართველოსადმი სიყვარულის გამოხატვაა.

სწორედ 13 ნოემბერს, ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლები სცენაზე გააცოცხლებენ გოგი დოლიძის ცნობილ სიმღერებს და კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ მის უნიკალურ ხმასა და დაუვიწყარ მელოდიებს. საღამოს ნიკა წულუკიძე წარუძღვება ხოლო მუსიკალურ ნაწილს უზრუნველყოფს ბენდი ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
სპეციალური სტუმრები იქნებიან „ქართული ხმები“ და ეკა მამალაძე. კონცერტის მსვლელობისას, სიმღერებს შორის, იქნება საინტერესო ვიდეო ჩანართები, ინტერვიუების და სიუჟეტების სახით, სადაც გოგი დოლიძის კოლეგები და მეგობრები ბევრ საინტერესო ამბავს გიხსენებენ.
პროექტის მხარდამჭერები არიან:
ბილეთების შეძენა biletebi.ge.-ზეა შესაძლებელი, ხოლო საკოლექციო ვინილის ალბომის, უშუალოდ MEMO- ს გვერდსა და 13 ნოემბერს წისქვილის „თეატრში“.
ვინილი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა
ვინილის იდეა MEMO ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც შთაგონებულია ქართულ კულტურასა და მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებით, ხოლო განხორციელებისთვის პარტნიორობა შედგა Bravo Records-თან. უნიკალური ჩანაწერი მოიცავს გოგი დოლიძის 11 ცნობილ სიმღერას ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით.
ორგანიზატორთა თქმით, ეს პროექტი მხოლოდ კონცერტი კი არა, ქართული კულტურისა და ეროვნული ღირებულებებისადმი მიძღვნილი საქმეა. საკოლექციო ვინილები, ლიმიტირებულად, სულ 500 ცალი დამზადდა. ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს გოგი დოლიძე, ფირსაკრავები და აფასებს ნამდვილ ქართულ მუსიკას. გოგი დოლიძის ვინილი პირველია, ვინილების საკოლექციო ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში, რომელიც მომავალში სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოსების შემოქმედებასაც გააცოცხლებს.

„გვსურდა, ხალხისთვის გაგვეზიარებინა რაღაც მუდმივი, არა მხოლოდ საღამო, არამედ კულტურული მეხსიერება. ამიტომ, ეს პროექტი გაგრძელდება და შემდეგი ვინილისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
სად და როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ ვინილი
ვინილის ფირფიტა გაიყიდება MEMO-ს კონცეპტუალურ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს კოტე აფხაზის 31 ნომერში. სივრცეში, სადაც თავმოყრილია ქართული პრემიალური ხაზის ხელნაკეთი ნივთები. ვინილის წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია, ამიტომაც თვალი ადევნეთ MEMO-ს სოციალურ ქსელებს.
