პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გიორგი ჭილაშვილი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

თელავის მკვიდრის, 37 წლის გიორგი ჭილაშვილის ცხედარს, პოლიციამ 25 აპრილს მიაგნო.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

გიორგი ჭილაშვილი პოლონეთში პერიოდულად სამუშაოდ დადიოდა.

მომხდარ ფაქტზე, პოლონელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, გარდაცვლილი კი, ამ დროისათვის, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გიორგი ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი.