რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
"აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს ზოგადად ბაზარზე," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ჯანსაღი კონკურენცია ფასებს დაარეგულირებს.
"ამიტომ სახელმწიფოში უნდა იყოს უწყება, ეს იქნება ანტიმონოპოლიის სამსახური, ამას დაუმატებ ფუნქციებს, თუ სხვა შეიქმნება, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს სახელმწიფოში. შესაბამისად, ჯანსაღი კონკურენცია შემდგომ დაარეგულირებს ფასებს. ბაზარი არ უნდა აითვისოს ორმა, სამმა ან ოთხმა კომპანიამ რომელიმე სეგმენტში. ასე, რომ ჩვენი პოზიცია ეს არის, რომ სახელმწიფომ პოზიტიურად უნდა მოახერხოს და შესაბამის უწყებას დაარეგულირებინოს კონკურენცია," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს.