ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია „რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანეს“ თანამშრომელთა გადამზადება. სასწრაფო დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ამაღლებასა და კონსულტაციებს გადაუდებელი დახმარების ძირეულ თემებზე - მათ შორის პირველადი დახმარების უნარების განვითარება, შემთხვევების მართვა და გართულებების პრევენცია.
მემორანდუმის გაფორმებამდე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია რუსთავის მერიის ინიციატივა, რადგან ის ბავშვებზე ზრუნვასა და მათ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობიან მიდგომას ასახავს.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.