VIDEO: „ნაკრებთან ერთად ჯგუფიდან აუცილებლად გავალ...“ - რას ამბობდა ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს

ხვიჩა

Geo Team-ი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას 2022 წლის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს:

- ნაკრებთან ერთად ჯგუფიდან გასვლა თუ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება?

ხვიჩა კვარაცხელია: ნაკრებთან ერთად ჯგუფიდან აუცილებლად გავალ, ამიტომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება. უფრო რთული არის ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჩვენ აუცილებლად გავალთ ევროპაზე.

„2022 წელი… ამ დროს ხვიჩა „რუბინში“ თამაშობდა… გადის 2 წელი და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გადის. გადის 3 წელი და ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგას იგებს და იწყებს მზადებას ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგისთვის. სიტყვის კაცი!“, - წერს Geo Team-ი