„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში - თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 03:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვაში, მუგლას პროვინციის სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, მარმარისში 7 ადამიანი დაშავდა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მეზობელ საბერძნეთის როდოსის კუნძულზე, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 29 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე შენობები ირყეოდა, არ დადასტურებულა სერიოზული დაზიანებები ან მსხვერპლი.
მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო, თურქეთი განლაგებულია აქტიურ სეისმურ ზონაში, სადაც მიწისძვრები ხშირია. ამიტომ, მსგავსი მოვლენის დროს პანიკა და მსხვერპლი ხშირად დაკავშირებულია მოსახლეობის რეაგირებასთან და უსაფრთხოების ზომების ნაკლებობასთან.