შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგებით უკმაყოფილო აბიტურიენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადებით მომართონ. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).

დეტალური ინსტრუქცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.