ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა
1754165836
14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
მეგი ჯაიანის დედა ლამარა სურმანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეგის და ანის ვიდეოებს გვიზიარებს.
„დე ჩემო დედიკუნა თვალცრემლიანი კარებს მივჩერებივარ შვილო გელოდებიი დეე გულს ვერ ვაჯერებ რომ აღარ შემომიღებ კარებს აღარასდროოს შვილო ანა ჩემო ცელქო და მოუსვენარო გოგო ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდი ვერ ისვენებდი ახლა რატომ ხართ მაგ შავ მიწაში დადუმებული შვილო სულ სადღაც გარბოდით სულ გეჩქარებოდათ სულ საქმე გქონდათ თურმე ასწრებდით ყველაფერს შვილო თქვენ ხომ ერთად ოცნებობდით გეგმებს აწყობდით უამრავი ნატვრა და სურვილი წაიღეთ შეუსრულებელი იმ ქვეყნად სხვისი დაუდევრობით შვილებო თქვენ ხომ ცხოვრებას ეხლა იწყებდით ეხლა შლიდით ფრთებს დამოუკიდებლად მაგრამ არ დაგცალდათ შვილო ერთმანეთის გარეშე წუთით არ ჩერდებოდით იმ ქვეყნადაც ერთად წადით შვილორატომ ღმერთო რატომ აარჩიე ეს სიცოცხლის მოყვარული ბავშვები მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ ისხდნენ და ოცნებობდნენ თქვენი ყველა ოცნება მახსოვს შვილოო რა დამავიწყებს იმ დღეებს მაგრამ წამებში დაიმსხვრა თქვენი ოცნებები წ ამებში გადასახლდით იმ ქვეყნად ჩემო ლამაზებო დათან გაიყოლეთ ჩვენი სული და გული დეე მენატრებით დეე უზომოდ მენატრებით “, – წერს ლამარა სურმანიძე.