„16 წლისაა და 25 წლის ფეხბურთელივით თამაშობს", - სანიოლმა ახალწვეული შეაქო
1748702675
სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! - ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიშვილი აცხადებს, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე ზრდის, ხოლო, ინფლაციას, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს.
“სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! მითი საქართველოს ეკონომიკა 2025-ის მინუს 2 ან მინუს 3.4 პროცენტის შემქმნელები ამბობდნენ: “დიდი შანსია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს” - იანვარი რეალობა/ფაქტი - Fitch-ის 30 მაისის განახლება • საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა • Fitch ზრდის საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე • Fitch ინფლაციას მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს,” - წერს გიორგი აბაშიშვილი.