1747684516
წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, თბილისში, ქუჩების ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. და რ.ჰოლბრუკის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 19 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 19 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 20 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
ისნის რაიონი, მ. აბრამიშვილის, მეგობრობის, ახმედ ჯავადის, ბერი გაბრიელ სალოსის N1-3; N 1/2; N 1/3; მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, აფშინაშვილის, ალექსანდრე ამილახვარის, რიჩარდ ჰოლბრუკის, რთველაძისა და იუნკერთა ქუჩებს. ორთაჭალის ტურფას, საცურაო აუზ ,,ოლიმპიკს'' კრწანისის რაიონში, გულუას, გულუას I ჩიხს, შალვა დავითაშვილის, ცოლიკაურის, გორგასლის N 34, ირაკლი ჟორდანიას ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.