წყალი 17 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1779430113
„ბოლონიას“ ინგლისელმა გარემარბმა, ჯონათან როუმ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. 23 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც მისი საყვარელი კლუბი, „არსენალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.
როუმ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ საკუთარ ანალიტიკოსს გამუდმებით სთხოვს, „კვარას“ ვიდეოები გაუგზავნოს.
„რა თქმა უნდა, მინდა, „არსენალმა“ მოიგოს, მაგრამ ასევე მსურს, „პარი სენ-ჟერმენისგან“ ბრწყინვალე თამაში ვნახო. პსჟ-ის შემტევი ტრიო — დემბელე, დუე, კვარაცხელია... სამივე მათგანი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საოცარი უნარით გამოირჩევა...“