უნიკალური შემთხვევა - სამი ადამიანის დნმ-ის გამოყენებით ჩასახული ბავშვები მემკვიდრეობითი დაავადებების გარეშე დაიბადნენ

დნმ

დიდ ბრიტანეთში დაბადებულ ბავშვებს, რომელთა ჩასახვისას სამი ადამიანის - ერთი კაცის და ორი ქალის დნმ იყო გამოყენებული, მემკვიდრეობითი დაავადებები არ აქვთ. ეს ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცედურის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომლის მიზანიც დედის ორგანიზმში მიტოქონდრიული დეფექტების შემთხვევაში ბავშვი სხვადასხვა განუკურნებელი მემკვიდრეობით დაავადების განვითარების თავიდან აცილებაა.

ამ შემთხვევაში ბავშვი დნმ-ის უდიდესი ნაწილს ორი მშობლისგან იღებს და მხოლოდ გენების 0,1%-ს (37 გენს) ქალი დონორისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ნაყოფი ყველა მიტოქონდრიას დედისგან იღებს, სახიფათო გენები შესაძლოა ქალის ყველა შვილს გადაეცეს. დეფექტების გამო, მიტოქონდრიები ორგანიზმს აუცილებელ ნივთიერებებს ვერ აწვდიან, რაც ტვინის დაზიანებას, კუნთების გამოფიტვას, გულის უკმარისობას და უსინათლობას იწვევს. დეფექტური მიტოქონდრიების დონორის ჯანმრთელი გენეტიკური მასალით ჩანაცვლებისას ბრიტანეთში დაბადებული რვავე ბავშვი ამ რისკებისგან თავისუფალი აღმოჩნდა.

ეს პროცედურა ბრიტანეთში უკვე 10 წელია ლეგალურია, თუმცა მტკიცებულებები მისი ეფექტიანობის შესახებ საჯაროდ პირველად გამოქვეყნდა. ბავშვები სამი ადამიანის დნმ-ით დაიბადნენ ასევე საბერძნეთში, მექსიკასა და უკრაინაში, თუმცა დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ამ პროცედურას ლეგალური სტატუსი მიანიჭეს.