1755711092
რა ხდება ადამიანის ტვინში სიკვდილის დროს - კვლევა

ბოლო დროს, სიკვდილის კონცეფცია მეცნიერების დიდ ყურადღებას იპყრობს. მას შემდეგ, რაც მედიცინამ სხეულის სიცოცხლის შენარჩუნების უნარი შეიმუშავა, მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს ადამიანის ცნობიერის ბოლო მომენტების შესწავლა.
დაახლოებით 1959 წელს ექიმებმა მომაკვდავი ადამიანებისთვის გულის გადატვირთვის მეშვეობით, პირველადი დახმარების ახალი მეთოდი - CPR-ი შეიმუშავეს.
NYU Langone Health-ის ერთ-ერთმა ექიმმა დაიწყო იმ მოგონებების შესწავლა, რაც ადამიანს გულის გაჩერებამდე, გულის გაჩერების დროს და გამოცოცხლების შემდეგ აქვს. დღესდღეობით, ექიმებს ადამიანის გაცოცხლება გულის გაჩერებიდან 20 წუთის განმავლობაში შეუძლიათ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ადამიანსა და ცხოველებში გულის გაჩერების შემდეგ გაზრდილი ტვინის აქტივობა აჩვენა, რამაც დაადასტურა, რომ სიკვდილამდე და სიკვდილის დროს ადამიანის ტვინში საკმაოდ აქტიური პროცესები ვითარდება.
საყურადღებოა, რომ სიკვდილის წინ, ალცჰაიმერისა და დემენციის მქონე ადამიანებში ხშირია მოულოდნელი მეხსიერების აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პაციენტის ოჯახისთვის საკმაოდ სასიხარულოა, სამედიცინო მუშაკები ამ დროს დასასრულის მოახლოებას ვარაუდობენ. ექიმმა კრისტოფერ კერმა რამდენიმე ასეული ადამიანის შემთხვევა შეისწავლა. მისი თქმით, გონების გამონათება ჩვეულებრივ სიცოცხლის ბოლო დღეებში ხდება. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული მოვლენა იმდენად ხშირია დემენციის მქონე პაციენტებში, რომ ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ის დაავადების ნაწილად უნდა იქნეს განხილული. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ მეხსიერების დაბრუნების ეპიზოდების უმრავლესობა სწორედ სიკვდილის მოახლოებასთან არის დაკავშირებული. მათი ვარაუდით, შეიძლება არსებობდეს დარჩენილი ნერვული ქსელები, რომლების მომაკვდავ ადამიანებს ეხმარება კოგნიტიური შესაძლებლობების აღდგენაში.
ამ ფენომენის კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია. მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, თუ რა ხდება სიკვდილის დროს ადამიანის ტვინში და შეიძლება თუ არა სიკვდილის დაკავშირება მეხსიერების დაბრუნების ეპიზოდებთან. მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, სხვა კვლევებმა შეიძლება, მიაწოდოს მეცნიერებსა და კლინიცისტებს უფრო მეტი ინფორმაცია მომაკვდავ ტვინში განვითარებული პროცესების შესახებ.