„შეიცავს თევზზე მეტ ომეგა 3-ს. ის ბუნების საჩუქარია“ - ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტის რეკომენდაცია

ჩიას დესერტი

ჩიას სიკეთეებზე ხომ გაგიგიათ?! ჩია - აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის მუშაობას. არეგულირებს სხეულის წონას. აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამაგრებს კბილებს და ძვლებს. სისხლში არეგულირებს შაქრის დონეს. არეგულირებს ყაზბობას (გაუვალობა).

ჩია შეიცავს უფრო მეტ ომეგა 3-ს, ვიდრე თევზი. შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და ცილებს, რაც ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

ჩიას თესლის ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აძლიერებს გულის კუნთს, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ანთების საწინააღმდეგო თვისების გამო კარგია ართროზის დროს.

ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას.

უხდება გულძმარვას და უძილობას. აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ანელებს დაბერების პროცესს. აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს. ენერგიის საუკეთესო წყაროა დიაბეტიანებისა და სპორტსმენებისთვის, ხელს უწყობს კუნთების ზრდას.

ერთი ჩაის კოვზი ჩიას თესლი ორგანიზმს 24 საათის განმავლობაში ამარაგებს ენერგიით.

აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტი - არუნ ხათრი, რომელსაც უკვე სასარგებლო რჩევებით ყველა ვიცნობთ, ამჯერად ჩიაზე საუბრობს.

არუნ ხათრი: ჩია სასწაულია ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის. ყველამ უნდა მიიღოთ. ის ომეგა სამით სავსეა. ადამიანი თევზს ხშირად არ და ვერ მიირთმევს. სამაგიეროდ, ერთ კილო ჩიას თვეობით იმყოფინებთ. დღეში ერთი ჩაის კოვზის მიღებით, იღებთ ომეგა სამის დღიურ დოზას.

თქვენი კუჭიდან ჩია ტვინს უგზავნის სიგნალს - "არ მშია". თუ საჭმლის მიღებამდე ერთ ჭიქაში გახსნილ ერთ კოვზ ჩიას (მანამდე გააჩერეთ ნახევარი საათით) დალევთ, იქნებით სისავსის შეგრძნებით. შემდეგ მიირთვით საჭმელი. ასეთ დროს საჭმელი ნელ-ნელა გადამუშავდება. ინსულინის დონე და შაქრის დონე დაბლა იწევს. ვისაც აქვს შაქრიანობის და ჭარბი წონის პრობლემა, ეს პროდუქტი საოცარია. წონაში დაიკლებთ.

მასში არის უჯრედები, რომელიც კუჭ-ნაწლავს მთელი ცხოვრება მწყობრში ამუშავებს.

ჩია კარგი ვეგეტარიანელებისთვის.

ჩიის თესლი ადამიანის ორგანიზმის კარგი ბაქტერიებისთვის, ერთ-ერთი საკვებია. როცა კარგი ბაქტერიები გამოკვებილია, ჩვენში ჰორმონების დარღვევა არ ხდება, ადამიანი უფრო ბედნიერი ჩანს. ანუ როდესაც ჩვენს ნაწლავებში კარგი ბაქტერიები უფრო მეტი იქნება, ჰორმონების პრობლემები არ გვექნება.

მათ, ვისაც შებერილობის და კუჭის მოქმედების პრობლემა აქვს, კარგია ეს პროდუქტი. ლიმონი ჩააწურეთ და მიიღეთ.

დღეში ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალში შეგიძლიათ ყოველ დღე მიიღოთ. ის ბუნების საჩუქარია, ვიტამინია. მასში არის მჟავა, რომელიც ჩვენი ღვიძლისა და გულის დამცველია. ეს მჟავა კიბოს საწინააღმდეგოა. ჩია ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია. სასარგებლოა ყაბზობისას (შეკრულობისას) უჯრედისის შემადგენლობის გამო... ნახეთ ვრცლად