პირველად მარსზე პოლარული ციალი დააფიქსირეს - ფოტო

მარსი

პირველად, მარსის ზედაპირიდან პოლარული ციალის ხილული სურათი დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა „The Watchers“ იტყობინება

როგორც ამბობენ, NASA-ს როვერმა Perseverance-მა მზის შტორმით გამოწვეული ატომური ჟანგბადის მკრთალი მწვანე ელვარება დააფიქსირა. ეს ადასტურებს ატმოსფერული ემისიების შესახებ დიდი ხნის პროგნოზებს.

მარსზე ადრე პოლარული ნათება მხოლოდ ორბიტიდან და ულტრაიისფერი ტალღის სიგრძეებში დაფიქსირდა.

აღმოჩენა მზის აფეთქების შემდეგ გაკეთდა, რომელსაც კორონალური მასის გამოტყორცნა მოჰყვა. აფეთქებამ მარსს სამი დღის შემდეგ მიაღწია, პლანეტის ატმოსფეროში ენერგიული ნაწილაკები შეიჭრა და ღამის მხარეს პოლარული ნათება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლარული ნათება ჯეზეროს კრატერში დაფიქსირდა, სადაც ამჟამად პერსევერანსი მდებარეობს.

მეცნიერები ახლა ფიქრობენ, რომ მარსზე ხილული პოლარული ნათება უფრო ხშირია, ვიდრე აქამდე ეგონათ. შესაძლოა, ბევრი მათგანი წარსულში შეუმჩნეველი დარჩენილა მტვრის ან უბრალოდ არასწორი დროის გამო.