„ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში“ - გოგა მანიას გაფრთხილება
1781127240
NASA-მ მისია Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა გამოაცხადა, რომლის გაშვებაც 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. ეს ფრენა გახდება საგამოცდო პროგრამის ნაწილი მისია Artemis IV-ის წინ, რომელიც 2028 წელს მთვარის სამხრეთ პოლუსზე პირველი პილოტირებული ექსპედიცია გახდება.
ეკიპაჟის შემადგენლობაში შევიდნენ ასტრონავტები: ანდრე დუგლასი, ლუკა პარმიტანო, ფრენკ რუბიო და რენდი ბრესნიკი.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმანმა განაცხადა, რომ ეს მისია „მომავლის დასაწყისს აღნიშნავს“.
ფრენის დროს, რაკეტა SLS-ი ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ხომალდ Orion-ს დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიყვანს. მისიის მსვლელობისას ეკიპაჟი გამოსცდის მთვარეზე დასაჯდომი მოდულების საგამოცდო ვერსიებთან მიახლოებისა და შეერთების პროცესს.
ამ აპარატებზე Blue Origin-ი და SpaceX-ი მუშაობენ. მიღებული მონაცემების გამოყენებას NASA Artemis-ის, შემდეგი ეტაპის მოსამზადებლად გეგმავს.