„უზომოდ წესიერი და პატიოსანი ბიჭი... არ დაგცალდა მონატრებულ ოჯახთან დაბრუნება“ - აშშ-ის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში გარდაცვლილ ქართველს გლოვობენ

გლოვა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თებერვლიდან აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს ICE.

ABC News-ის ცნობით, 43 წლის მამუკა ართმელაძე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების დროს დაკავებულთა ჯგუფში გარდაცვლილი 50-ე ადამიანია.

საქართველოს მოქალაქე 4 ივნისს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი კაცი ჩაქვიდან იყო. სამწუხარო ფაქტს მისი ნათესავები და ახლობლები ეხმაურებიან.

„ყველასთვის ყურადღებიანი, უზომოდ წესიერი და პატიოსანი ბიჭი...  გული გამიგლიჯე მამუკა...“ „ჩაქვში ცხოვრობდა, კარგი ადამიანი იყო“;  „ჩემო მამუ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენზე დაწერილ პოსტს აქ წავიკითხავდი... ჩვენი მშრომელი და ოჯახის მოყვარულო ბიჭი, არ დაგცალდა მონატრებულ ოჯახთან დაბრუნება