1781210306
სახიფათო ინციდენტის გამო, უსაფრთხოების მიზნით, პენტაგონის ნაწილი ჩაკეტეს, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს - „სიენენი“
პენტაგონის რამდენიმე სართული ჩაიკეტა, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, მიზეზი „სახიფათო მასალებთან დაკავშირებული ინციდენტია“. ინფორმაცია ტელეკომპანიას სამმა ინფორმირებულმა წყარომ და ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა მიაწოდა.
პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა დაადასტურა, რომ პენტაგონის შიდა სისტემებმა „ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა“ დააფიქსირეს, რის გამოც გარკვეული ზომების მიღება გახდა საჭირო, სანამ ინციდენტის მნიშვნელობა დადგინდება.
„დეპარტამენტი მიჰყვება სტანდარტულ პროტოკოლს საგანგებო რეაგირების ჯგუფები ადგილზე არიან და მზად არიან შენობაში მყოფთა დასახმარებლად, – განაცხადა პარნელმა.
„პენტაგონის დაცვის სააგენტოს სახიფათო მასალებზე რეაგირების ჯგუფი ინციდენტთან დაკავშირებით მუშაობს, არლინგტონის ოლქის სახანძრო დეპარტამენტთან ერთად, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა, კაპიტანმა ჯეიმი ჯილმა.
„სახიფათო მასალებთან დაკავშირებული ინციდენტის“ ფარგლებში, პენტაგონის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ დაფიქსირდა „ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა“ და საჭიროა დამატებითი ტესტირება.
„დამატებით ტესტირებას შესაძლოა ერთიდან ორ საათამდე დასჭირდეს. რეაგირების ჯგუფები ადგილზე არიან და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან შენობაში მყოფთა დასახმარებლად. შესაძლოა, შენობის ცენტრალურ ეზოში სხვადასხვა უწყების თანამშრომლები და დამატებითი უსაფრთხოების ზომები შენიშნოთ“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.
როგორც „სიენენი“ წერს, ორი წყაროს ცნობით, პენტაგონის მეორე-მეხუთე სართულებზე, მეოთხედან მეშვიდე დერეფნებამდე, ტერიტორიები ჩაიკეტა. მესამე წყარომ „სიენენს“ განუცხადა, რომ შენობაში მყოფ პოლიციელებს აცვიათ აირწინაღები და სრული ქიმიური დამცავი ეკიპირება.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313












