მამაკაცი, რომელმაც უკრაინელ ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად ქმედუუნაროდ ცნო

მკვლელი

აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სასამართლომ 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკაიას სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებული დეკარლოს ბრაუნი სასამართლო პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო. ამის შესახებ CNN მის ადვოკატებზე დაყრდნობით იტყობინება. ტრაგედია 2025 წლის აგვისტოში შარლოტში მოხდა.

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში, ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე საქმე, რომელშიც დე-კარლოს ბრაუნ უმცროსს შარშან შარლოტის მსუბუქი სარკინიგზო მატარებლის ვაგონში უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკას სასიკვდილოდ დაჭრაში ედება ბრალი, გადაიდო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრაუნი სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად ქმედუუნაროა.

სამშაბათს ბრაუნი გენერალური პროკურორის მეურვეობაში გადაიყვანეს, რათა უსაფრთხო ფედერალურ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსონ, სადაც მას მკურნალობა ჩაუტარდება მაქსიმუმ ოთხი თვის განმავლობაში.

ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები დაადგენენ, შესაძლებელია თუ არა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მიიღოს მონაწილეობა. სისხლის სამართლის საქმის განხილვა ექსპერტიზის შედეგების მოლოდინში გადაიდო. დეკარლოს ბრაუნს ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება.

23 წლის უკრაინელი ლტოლვილი ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინაში მოკლეს. ტრაგედია 2025 წლის 22 აგვისტოს საღამოს, შარლოტის რკინიგზის სადგურზე მოხდა. ინტერნეტში ასევე გავრცელდა მატარებელში გადაღებული ვიდეო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლის მამა ცდილობდა ქვეყნიდან გასვლის ნებართვის მიღებას, რათა ქალიშვილს დამშვიდობებოდა.