მეტყველებასთან დაკავშირებული 5 პრობლემა, რომელიც ალცჰაიმერზე მიანიშნებს - კვლევა

ალცჰაიმერი

ალცჰაიმერი დემენციის გამომწვევი უპირველესი მიზეზია, რომელიც კოგნიტიური და მახსოვრობის უნარების დაქვეითებას განაპირობებს.

ეს ნეიროდეგენერაციული პროცესი პროგრესირებადია, ანუ დროის გასვლასთან ერთად მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. შესაბამისად, დაავადების დროულად გამოვლენა და ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვანია.

პაუზა, ყოყმანი და გაურკვევლობა

ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი კონკრეტული სიტყვების გახსენების სირთულეა, რაც ხშირად ხანგრძლივ პაუზებსა და ყოყმანში გამოიხატება.

მწირი ლექსიკა

ალცჰაიმერის ერთ-ერთი, მაგრამ ძნელად შესამჩნევი ნიშანი უფრო მარტივი და შეზღუდული ლექსიკაა.

დაავადებულები ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ერთსა და იმავე სიტყვებს იყენებენ და ტერმინების მდიდარი მარაგით არ გამოირჩევიან.

სიტყვების არასწორად გამოყენება

ალცჰაიმერის კიდევ ერთ-ერთი ადრეული ნიშანი სწორი სიტყვის გახსენების გაძნელებაა. ამის შედეგად ადამიანები მას ხშირად შინაარსობრივად მსგავსი სიტყვით ცვლიან.

საქმეზე ლაპარაკი, მისი შესრულების ნაცვლად

ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს საქმეების შესრულება ხშირად უჭირთ.

იმის ნაცვლად, რომ საქმეს გაართვან თავი, ისინი მის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, ეჭვებს გამოთქვამენ ან იხსენებენ, რომ ოდესღაც ამის კეთება კარგად გამოსდიოდათ. მაგალითად, შესაძლოა თქვან: "არ ვიცი, ამას რამდენად შევძლებ" ან "აქამდე კარგად გამომდიოდა".

 სწორი სიტყვების პოვნის გაძნელება

შესაძლოა, ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს ისეთი სიტყვების, საგნების ან ობიექტების დასახელება გაუჭირდეს, რომლებიც ერთ კატეგორიაში შედის. სწორედ ამას ამოწმებს ერთ-ერთი კოგნიტიური ტესტი, რომელიც დაავადების გამოსავლენად გამოიყენება.