„მთელი ცხოვრება ვეცდები, რომ შენი შვილობა ღირსეულად ვატარო...“ - ელენე ბასლანძის ემოციური პოსტი

ელენე ბასლანძე

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს.

ელენე ბასლანძე სოციალურ ქსელში მამასთან გადაღებულ ფოტოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ღმერთს ვყვარებივარ, რომ შენნაირი მამა მყავს. მთელი ცხოვრება ვეცდები, რომ შენი შვილობა ღირსეულად ვატარო“, - წერს ელენე ბასლანძე სოციალურ ქსელში.

რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.