არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ისრაელში ნაპოვნი თავის ქალა ნეანდერტალელისა და ჰომო საპიენსის შვილს ეკუთვნის

არქეოლოგები

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისძავლეს 1929 წელს სხულის გამოქვაბულში ნაპოვნი თავისქალა, რომელიც 5 წლის გოგოს ეკუთვნის. თავის ქალა 140 ათასი წლით არის დათარიღებული. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ბავშვი ადამიანის ორი სახეობის ჰიბრიდი იყო - ნეანდერტალელის და ჰომო საპიენსის.

ამ თავისქალის კლასიფიკაცია არქეოლოგებისთვის სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ორივე სახეობისთვის დამახასიათებელ ნაკვთებს შეიცავდა. თუმცა ახლა მეცცნიერებმა თავისქალის კომპოიუტერული ტომოგრაფია ჩაატარეს და ნენადერტალელი ბავშვების სხვა ცნობილ თავისქალებს შეადარეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის ყბას გამოხატული ნეანდერტალული ფორმა აქვს, მაშინ როდესაც თავისქალის დანარჩენი ნაწილი ჰომო საპიენსის ანატომიას ესადაგება. ეს კი იმაზე მიუთითეს, რომ ბავშვის მშობლები სხვადასხვა სახეობის წარმოამდგენლები იყვნენ.

სკეპტიკოსები კი აცხადებენ, რომ დანამდვილების ამის მტკიცება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის შემდეგ შეიძლება, მისი ჩატარება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ძველი და თანამედროვე გენომები ანალიზი გვაჩვენებს, რომ ბოლო 200 ათასი წლის განმავლობაში ჰომო საპიენსებმა და ნეანდერტალელებმა გენები არაერთხელ გაცვალეს.