4 ნოემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1762188338
ფსიქოლოგი, გვანცა ბარაბაძე სოციალურ ქსელში ცხოვრებაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს და ერთ-ერთი მარკეტინგული კომპანიის მაგალითი მოჰყავს.
„რა შუაშია ჩემოდნები ცვლილებასთან?
ერთ ღონისძიებაზე ერთ-ერთმა კომპანიამ წარმოადგინა ახალი ჩემოდანი, განაცხადა, რომ ახალ ჩემოდანს გაჩუქებთ იმ შემთხვევაში, თუ ძველს დაამტვრევთ.
მეც მქონდა ძველი ჩემოდანი, დავამტვრიე და სამაგიეროდ ახალი მივიღე. რა დავაფიქსირე იცით? ძალიან მომეწონა ახალი ჩემოდანი, მაგრამ ამავდროულად გული დამწყდა, რომ გატყდა და აღარ მაქვს ის ძველი.
ჩვენი ფსიქიკის განახლების, განვითარების გზაზე არ გვეთმობა ხოლმე ის ძველი პროგრამები რაც გვაქვს, ძველია, აღარ გემსახურება, მაგრამ ახალი გინდა, ახალი შედეგები გინდა ცხოვრებაში და თან ძველიც არ გეთმობა. არ გამოდის ასე.
ცხოვრების პირობა ასეთია: თუ გინდა ახალი საფეხური ცხოვრებაში, ძველ შენს თავს უარი უნდა უთხრა და გააცილო. არ არის ეს სასიამოვნო პროცესი, მაგრამ შენ თუ არჩევანს აკეთებ, მზად უნდა იყო რაღაც დისკომოფორტისთვის და პირველ რიგში, უარი უნდა თქვა საკუთარ ძველ ვერსიაზე. ეს მოგცემს ახალს“,- ამბობს გვანცა ბარაბაძე.
@gvantsabarabadze სრულდება რეგისტრაცია პროგრამაზე „ცხოვრების რუკა“ ✨ პროგრამა ტარდება ონლაინ ფორმატში 📩 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირადში ან გადადით ბიოში ბმულზე #ცხოვრებისრუკა #პიროვნულიგანვითარება #ონლაინპროგრამა #გვანცაბარაბაძე ♬ original sound - გვანცა ბარაბაძე