„თითქოს ყველაფერი გრძელდება, მგონია, რომ მომღერალი იქნება…“ - პატარა გიო ხუციშვილის ფოტოები

პატარა გიო ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილს 1-ელ მაისს დაბადების დღე ჰქონდა და მისთვის ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან პირველად შეხვდა მამის ამპლუაში, პატარა გიო ხუციშვილთან ერთად.

ზუკას დედა, მაია ჯორჯაძე „ფორტუნას“ უყვება, დაბადების დღისა და შვილიშვილის შესახებ:

ზუკა გახდა 34 წლის. პირველი დაბადების დღე იყო შვილთან ერთად… გიო პირველად გამოაჩინეთ და აშკარად ძალიან ჰგავს დიდ გიო ხუციშვილს… კი, კი ნამდვილად ჰგავს. გიოსაც ჰგავს და ზუკასაც. თითქოს ყველაფერი გრძელდება…

როგორი ბიჭია?

ძალიან ჭკვიანი, კარგი ბიჭია, უკვე ძალიან ცელქია, ყველას დანახვა უხარია, არ უცხოობს ადამიანებს. კარგი ბუნების ბიჭია, ხასიათითაც ჰგავს ზუკას.