ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
თათული დოლიძე 71 წლის გახდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა. ის კი ისევ ძველებურად მომხიბვლელი და ქალურია. გთავაზობთ ჟანრი ლოლაშვილის სხვადასხვა ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც საყვარელ მეუღლეზე საუბრობს.
ჟანრი ლოლაშვილი: თათულიზე ათი წლით უფროსი ვარ. მოვთაფლე. მაინცდამაინც არ გიჟდებოდა ჩემზე. ჩვენი ურთიერთობა სპექტაკლით დაიწყო - "ქალის ტვირთი". მაშინ თათული ყველას მოსწონდა. მაგრამ ასე მოხდა. შედგა.
თათული სხვა ადამიანია, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლეა და ახლა ვაბუქებ რაღაცას. ურთიერთობაში ჩემთვის იმდენი რამ აკეთა, წარმოუდგენელია. მშობლის გარდა არავინ გააკეთებს. ძალიან გულისხმიერია. კლინიკური სიკვდილის პერიოდში, არ დამავიწყდება, რა საოცარი მოვლა მქონდა თათულის მხრიდან.
სიყვარულს ქმნის ურთიერთობა. ურთიერთობაა დროის ჩუქება ერთმანეთისთვის. ურთიერთობისას ცოცხლობ. სიცოცხლის იმპულსია.
მე შენ მიყვარხარ ცხოვრებაში არ მითქვამს. სცენაზეც არ ვამბობ. მაზალო სიტყვაა.