წყალი 8 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
1753204797
როგორც ცნობილია, საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო. ფილმში კვლავ ვიხილავთ ლეგენდარულ მსახიობს, მერილ სტრიპსა და ენ ჰეთევეის.
ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა. ენ ჰეთევეის პერსონაჟი, ენდი საქსი სრულად განსხვავებული იმიჯითაა წარმოდგენილი.
გადაღებების დაწყება მსოფლიოს თავად ენ ჰეთევეიმ ამცნო და „ინსტაგარმზე“ ფოტო გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს მირანდა პრისლის კარიერულ გამოწვევებზე.
ის ემილი ბლანტის პერსონაჟს დაუპირისპირდება, თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა მაღალ პოზიციაზე მუშაობს მდიდრულ ბრენდში. ფილმის რეჟისორი კვლავაც დევიდ ფრენკელია, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა. მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს შედგება.
View this post on Instagram