დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
ტელეწამყვანი და „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, გიორგი ნაზღაიძე ნერვის ანთებას ებრძვის. ამის შესახებ გიორგიმ „პრაიმტაიმს“ მას შემდეგ უთხრა, რაც მის სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სადაც რეალითი შოუს დაწყებამდე ტელეწამყვანს ნემსი გაუკეთეს.
„ნერვის ანთება მაქვს, რის გამოც, საწოლიდან ვერ ვდგები. შაბათს, პირდაპირი ეთერის გამო მომიწია სამსახურში მისვლა, რა დროსაც გამაყუჩებლის გაკეთება დამჭირდა, რათა საათ-ნახევრის მანძილზე ფეხზე ვმდგარიყავი.
ახლაც ვწევარ, თუმცა, ტკივილებისა და დიდი რაოდენობით გამაყუჩებლების მიუხედავად, არ ვაპირებ არც ერთი ეთერისა და გადაღების ჩაგდებას“. - თქვა გიორგი ნაზღაიძემ.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764