1752256923
პაპარაცებმა ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის შვილი აატირეს – ვიდეოს დიდი გამოხმარება მოჰყვა

პაპარაცებმა, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის 8 წლის ქალიშვილი ლეა, ცრემლებამდე მიიყვანეს. ინციდენტი სტამბოლში მოხდა, სადაც ახლა ტოპ-მოდელი ოჯახთან ერთად ისვენებს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ირინა შეიკი შვილთან ერთად რესტორან, Oligark-ში იმყოფებოდა. თურქულმა პრესამ შეიტყო მოდელის ადგილსამყოფელი და რესტორანი ალყაში მოაქცია.
როდესაც 39 წლის მოდელი შენობას ტოვებდა, პაპარაცებმა მას და ლეას კამერები მიუშვირეს. კამერების მკვეთრმა განათებამ შეიკი აიძულა, თავი ტანსაცმლით დაეფარა, ხოლო პატარა ლეა, რომელიც მას გვერდით მიჰყვებოდა, ნერვიულობისა და სტრესის ფონზე, ატირდა.
ვიდეომ, სადაც ლეა ტირის, ინტერნეტსივრცე მოიცვა და საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.