სამხედრო დახმარებაზე აშშ-სგან და ევროპელი მეგობრებისგან დადებითი სიგნალები მოდის - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით დადებითი სიგნალი მოდის ამერიკიდან. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხში უკრაინამ მიიღო „უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები“, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროპელი მეგობრებისგან.

„ყველა მოხსენების მიხედვით – იარაღის მოწოდება განახლდა. მომავალ კვირას გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე, კერძოდ გენერალ კელოგთან“, – აღნიშნა მან.

ასევე, უკრაინის ლიდერის  თქმით, მოსალოდნელია თავდაცვითი პაკეტები და ევროპული ქვეყნების მხრიდან გადაწყვეტილებები სანქციების თაობაზე.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკურმა ალიანსმა დააფინანსოს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება.