ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულ ბ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან. აღნიშნულით განაწყენებული დაუკავშირდა თავის მეგობარს ა.შ.-ს, მოუყვა მომხდარის შესახებ და დახმარება სთხოვა. იმავე ღამეს, ბრალდებულები, თბილისში ავტომობილით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაზარალებული მეგობართან ერთად ქუჩაში დაინახეს. მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ბ.ს. დამნაშავედ ცნო 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მეორე ბრალდებული ა.შ., რომლის მიმართ ძებნაა გამოცხადებული 25,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ორივე მსჯავრდებულს 18-18 წელით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.