მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
ბრიტანელი ქალი ცხოვრების სიყვარულს განქორწინების აღსანიშნავ წვეულებაზე შეხვდა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაბრიელა ლანდოლფმა გადაწყვიტა ქმართან დაშორების აღსანიშნავად წვეულება გაემართა. მან ყველაფერი წინასწარ დაგეგმა: დაიქირავა მომსახურე პერსონალი და მიმტან მამაკაცებს ერთი უცნაური მოთხოვნა წაუყენა - ყველა მათგანი წელს ზემოთ შიშველი უნდა ყოფილიყო.
დაქირავებულ პერსონალს შორის იყო ჯონიც, რომელიც გაბრიელას თავიდანვე მოეწონა. თავის მხრივ, არც ჯონი დარჩენილა გულგრილი.
წყვილმა მალევე იქორწინა. დღეს გაბრიელასა და ჯონის საერთო შვილი ჰყავთ და თავს ბედნიერად გრძნობენ.