ყინულის ჰოკეი - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ყინულის ჰოკეი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და A ლიგის საგზური მოიპოვა.

უკვე ცნობილია ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.

ჩვენს გუნდს თამაში ბელგიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ავსტრალიასთან, ხორვატიასთან და სერბეთთან მოუწევს.

ტურნირის კალენდარი და მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა.