ირაკლი კირცხალია „მეგობარ აქტზე“: მთავარი დაპირება „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ამიტომ რეალურად გამოჩნდება, თუ რა ეტაპზეა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირების შესრულების გზაზე

ირაკლი კირცხალია

მთავარი დაპირება „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ამიტომ რეალურად გამოჩნდება თუ რა ეტაპზეა ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირების შესრულების გზაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „მეგობარ აქტზე“ საუბრისას.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა შინაარსის არის „მეგობარი აქტი“, ვინაიდან ის შემუშავებულია ლობისტების მიერ და ეყრდნობა საქართველოდან, აგენტურული ქსელის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჯო უილსონი და სხვა სახელი და გვარები, ვისაც საზოგადოება ხედავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იმ კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფს, ისინი რას ჩაწერენ, როგორ შეფუთავენ ამ ყველაფერს აქედან, აგენტურულ ქსელზე დაყრდნობით წამოსული მესიჯებით ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე, ყოველ შემთხვევაში ამის მინდა მჯეროდეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობისთვის.

ეს არის კონკრეტული ლობისტური ჯგუფი, რომელიც ლობირებს აქ თავიანთ აგენტურულ ქსელს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაცხადებული პოლიტიკა ვიცოდით არჩევნებამდე და კაბინეტის დაკავების შემდეგ, ყველაზე მთავარი დაპირება - ე.წ. „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა. რა ეტაპზეა ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ, საქართველოს კუთხით ვუყურებთ ჯო უილსონს და მისნაირებს. სხვა ქვეყანა შეიძლება სხვა დაჯგუფებას უყურებს, რომელიც ასევე სჭირდებათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც საქართველო. ამიტომ რეალურად გამოჩნდება თუ რა ეტაპზეა ახალი ადმინისტრაცია იმ დაპირების შესრულებასთან, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლამდე. ახლა იქ [მეგობარ აქტში] რა ჩაწერეს, რა ამოწერეს ... შეიძლება ვეღარ მიდიან რაღაც დონემდე იერარქიაში და ვერ ათანხმებენ იმ კონკრეტულ მესიჯს, რომელი მესიჯიც შეიძლება აქამდე ეწერა „მეგობარ აქტში“.

კიდევ ერთხელ, ძალიან ხაზგასმით არის სათქმელი და ყველამ უნდა გავიხსენოთ თუ ვისზე დაყრდნობით და რას ვუყურეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე თვის წინ, ე.წ. ჰელსინკის კომისიაზე. ვინ ვნახეთ ქართველი მხარის წარმომადგენლად. ამის თქმაც სირცხვილია, როგორ შეიძლება ის ხალხი საქართველოს წარმოადგენდნენ, ეთნიკური ქართველები სამშობლოს მოღალატეები და ხალხი, რომელსაც ერთი სული აქვთ როდის მოაბრუნებენ იმ სისხლიან რეჟიმს და მათთან აფილირებულ, ვითომ არასამთავრობო სექტორიდან ხალხი ვინც ჩანს ტელევიზორიდან თუ სხვადასხვა სფეროდან და არა მხოლოდ ტელევიზორში და ტელესივრცეში, როგორმე ამათი მობრუნება ხელისუფლებაში. ეს არ გამოსდით და ამ დაკვეთას ესენი ასრულებენ, მაქსიმუმს აკეთებენ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაც.

ასე, რომ შევხედოთ, იქ რა წერია დღეს და რა არ წერია ამას ტექნიკურად, სამართლებრივად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ტექნიკურად და სამართლებრივად არანაირი კანონი არ სჭირდება თუ ვინმეს ვინმეს დასაქცირება უნდა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.