„ვერაფრით გაგვაკვირვებენ...“- ბულგარეთში საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს

ხვიჩა კვარაცხელია

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეორგი ივანოვმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ივანოვმა მომდევნო მეტოქე შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველო ბულგარეთს ვერაფრით გააკვირვებს.

მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვიცით, რომ საქართველო ისეთი მაღალი დონის ნაკრები არაა, როგორიც ესპანეთია. განსხვავება ნამდვილად არსებობს, თუმცა საქართველო არის გუნდი, რომელიც ბოლო წლებში სწორი გზით პროგრესირებს და ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.

საქართველოსთან ერთა ლიგაზე გვითამაშია და ვიცით, მათი ძლიერი მხარეები რა არის. სწორედ ამიტომ, ვერაფრით გაგვაკვირვებენ და ვერ შემოგვთავაზებენ იმას, რაც ჩვენთვის უცნობი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ნაკრები ესპანეთთან 0:3 დამარცხდა, საქართველომ კი თურქეთთან 2:3 წააგო. ბულგარეთი ჩვენი მეტოქე 7 სექტემბერს იქნება. „ჯვაროსნების“ მეორე მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება და დაპირისპირება თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება