მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს

მაგნიტური ქარიშხალი

მეცნიერები მაგნიტურ ქარიშხალს უწოდებენ პერიოდს, როდესაც დედამიწის მაგნიტურ ველს მზის სხივები დიდი ინტენსივობით "ენარცხება" და ადამიანებში მნიშვნელოვან ცვლილებას, ქაოსს, დაძაბულობასა და მომატებულ შფოთვას იწვევს.

2025 წლის სექტემბერი, ამ მხრივ, ძალიან აქტიური იქნება. მზის 25-ე ციკლის პიკურ ფაზაში ვართ. ეს კი ბოლო 11 წლის განმავლობაში მზის ყველაზე ინტენსიური აქტივობაა.მაგნიტური ქარიშხლის დროს ადამიანებს ხშირად არა მხოლოდ მენტალური, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც აწუხებთ. კერძოდ, არტერიული წნევა იზრდება. ეს მოვლენა უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუ ამინდის მიმართ მგრძნობიარე ხართ, შეიძლება ასევე სახსრების ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება გქონდეთ. 

როგორ უნდა გავუმკლავდეთ მაგნიტური ქარიშხლის დღეებს?
შეეცადეთ, ბევრი წყალი დალიოთ. დაძაბული ემოციური და ფიზიკური ფონის გამო, სხეული ხშირად სითხეს კარგავს, დეჰიდრატაციამ კი შესაძლოა, ტკივილი და დაღლილობა გაზარდოს. შეეცადეთ, დაისვენოთ, ჯანსაღად იკვებოთ, განიტვირთოთ, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და დადებითი განწყობა შეიქმნათ.

მაგნიტური შტორმების კალენდარი 2025 წლის სექტემბრისთვის:

4 სექტემბერი — ზომიერი მაგნიტური შტორმი
5 სექტემბერი — ძლიერი მაგნიტური შტორმი
6 სექტემბერი — ძლიერი მაგნიტური შტორმი
7 სექტემბერი — ზომიერი მაგნიტური შტორმი
8 სექტემბერი — მცირე მაგნიტური შტორმი
9 სექტემბერი — მცირე მაგნიტური შტორმი
10 სექტემბერი — მცირე მაგნიტური შტორმი
11 სექტემბერი — მცირე მაგნიტური შტორმი...ვრცლად