ცნობილი სპორტსმენი ფეხბურთს თავს ანებებს და ოლიმპიადაზე რბენაში გამოსვლისთვის ემზადება

ქალთა ფეხბურთი

ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით, „ჩელსის“ ფორვარდმა მიხაილ მუდრიკმა გადაწყვიტა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს და მძლეოსანი გახდეს.

24 წლის უკრაინელი ყოფილი ოლიმპიელების ხელმძღვანელობით სპრინტერულ დისტანციებზე რბენაში უკრაინის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. მუდრიკს გეგმაში აქვს 2028 წელს ლოს ანჯელესში ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლა. ცნობისთვის, პრემიერლიგის მატჩებში ის 36.5 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა.

ამჟამად ფეხბურთელი ჩამოშორებულია „ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების მატჩებს, რადგან მის სისხლში აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი აღმოაჩინეს. ამის შესახებ 2024 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ივნისში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი გარემარბს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. მუდრიკს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.

უკრაინელი „ჩელსიში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. 2024-25 წლების სეზონში მან 15 მატჩი გამართა ყველა ტურნირზე, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.