1755869287
სპორტის მინისტრმა თემურ სამხარაძეს ისტორიული მედლის მოპოვება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ ათლეტს, თემურ სამხარაძეს, მსოფლიოს თამაშებზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.
ტურნირზე საქართველოდან, არაოლიმპიური სპორტის სახეობებიდან, მხოლოდ თემურ სამხარაძე ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში 990 კილოგრამი მოაგროვა, ჩაჯდომში 370 კგ დააფიქსირა, წოლჭიმში - 225 კგ, ამოწევაში კი - 395 კილოგრამი და ჩემპიონობა იზეიმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ფედერაციის წარმომადგენლები.
ქართველი ათლეტი ჩინეთში გამართულ მსოფლიოს თამაშებზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.