საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
საქართველოში „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება, – ამის შესახებ „ბარსელონას“ ლეგენდებისა და GEO11-ის შეხვედრის შემდეგ პროექტის ერთერთმა ინიციატორმა, შოთა არველაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ პროექტს და გვინდა, ნელ-ნელა განვავითაროთ, მე ვარ მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ჩემს მეგობრებთან და სპონსორებთან ერთად. ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში. გვსურს, რომ მსგავსი საღამოები ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში ბევრი იყოს . თუ ვინმეს აქვს უნარი, რომ ჩამოვიდეს და ქართველ გულშემატკივარს ასიამოვნოს, მოწადინებულები ვართ, რომ ჩამოვიყვანოთ და ეს სერია გავაგრძელოთ. შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება. გვქონდა თუ არა მათთან კონტაქტი?
დიახ, უკვე შეთანხმებულები ვართ მატჩის 2026 წელს გამართვაზე. შესაბამისად, შემდეგი სტუმარი „სამეფო კლუბი“ იქნება. მინდა, ქომაგებს მადლობა ვუთხრა. ჩვენ კი შევეცდებით, ასეთი საღამოები ბევრი იყოს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.