საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ძიუდო

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა. ჩვენი პარაძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრებაში პირველად გახდნენ კონტინენტის პირველობის ჩემპიონები.

ჯამში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თბილისი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალია – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს. პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.