2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
საფრანგეთში, პარიზის შრომის სასამართლომ, კილიან მბაპესა და პსჟ-ს შორის მრავალმილიონიან დავაზე განაჩენი გამოიტანა, რომელიც მას 2024 წელს გუნდიდან წასვლის შემდეგ ჰქონდა.
სასამართლომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს დაუჭირა მხარი და კლუბს რამდენიმე ათეული მილიონი ევროს გადახდა დაავალა. პსჟ-ს სააპელაციო სასამართლოში შეეძლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა მისი სარჩელები სრულად უარყოფილია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთო ჯამში, პსჟ-მ მბაპეს 55 მილიონი ევრო და პლუს დარიცხული შვებულების ანაზღაურება უნდა გადაუხადოს. ფეხბურთელის ადვოკატები მიუთითებენ, რომ საერთო თანხა დაახლოებით 61 მილიონ ევროს შეადგენს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მოთამაშის ადვოკატებმა, მოსმენის შემდეგ დიდი კმაყოფილება გამოთქვეს.