გიორგი წიტაიშვილი კარიერას „მეცში“ გააგრძელებს

გიორგი წიტაიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი ერთწლიანი იჯარით საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასულ „მეცს“ შეუერთდება, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

24 წლის ფეხბურთელს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი ის თავისუფალი აგენტი გახდება.

როგორც პორტალი წერს, წიტაიშვილის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია და ის საფრანგეთში 10 ივლისს ჩავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 2024/2025 წლის სეზონი იჯარის წესით ესპანურ „გრანადაში“ გაატარა. 38 შეხვედრაში მან შვიდი გოლი გაიტანა.