გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და მათთან ერთად ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.
დასუფთავების სამსახურის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, იოსებ მამალაშვილმა აქციების პერიოდში მათი სამსახურისთვის მიყენებულ ზარალზე ისაუბრა.
„აქციების პერიოდში დაგვიზიანდა ურნები. ურნები არის ლითონის, პლასტმასის. 15 ერთეული ლითონის ნაგვის ურნა დაზიანდა, 77 – პლასტმასის. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით დაზიანდა ურნები, რომლებიც რუსთაველსა და მის მიმდებარე ქუჩებზე იდგა. დაზიანების პროცესი არ მინახავს, ადგილზე არ ვიყავი, ტელევიზორში ვხედავდი. რომ ვალაგებდით, ტელევიზორში რასაც ვხედავდი დაზიანებულ ურნებს, იქ იყო. ლითონის ურნები მთლიანად არ დამწვარა, მაგრამ შემდგომი ექსპლუატაციისთვის აღარ გამოდგებოდა, პლასტმასის ურნები კი დამდნარი იყო. ბარიკადებადაც იყო ურნები გამოყენებული, სხვაგანაც ეყარა. 147 000 ლარის ზიანი მიადგა სამსახურს“, – განაცხადა იოსებ მამალაშვილმა.
ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ პროცესზე განაცხადა, რომ მოწმე ტელევიზიით ნანახზე იკითხება და ფაქტის შემსწრე არ ყოფილა.
„ნებისმიერი პირი, ვისაც ტელევიზორი აქვს, შეეძლო, პროკურატურას ჩაესვა მოწმეთა სიაში და მოეყვანა. მოწმე იკითხება იმაზე, რა ნახა ტელევიზიით“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
აღნიშნულის შემდეგ პროკურორმა, ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს თუ აქვს უფლება, ტელევიზიით ნანახზე დასვას შეკითხვა, ეს უფლება უნდა ჰქონდეს ბრალდების მხარესაც.
აღნიშნულ სასამართლო პროცესზე დღესვე მოწმის სახით დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მზია ცერაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 29 ნოემბერს აქციაზე მყოფი ჯგუფების მიერ დაზიანდა ორი სატრანსპორტო საშუალება, „შკოდის“ მარკის ავტომობილები და ზარალმა 14 000 ლარზე მეტი შეადგინა. ცერაძის თქმით, დაზიანების ფაქტი ტელევიზიით ნახა.
დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოწმე ფაქტის შემსწრე უნდა იყოს და ტელევიზიით ნანახის შესახებ ჩვენება არარელევანტურია.
ამასთან, ადვოკატის შეკითხვის პასუხად მოწმემ აღნიშნა, რომ ადგილზე არ იყო და არ უნახავს დაზიანების ფაქტი, არც კონკრეტული დრო იცის, როდის დაზიანდა ავტომანქანა. მისივე თქმით, ავტომანქანებს ექსპერტიზა არ ჩატარებია.
პროკურორის განცხადებით, დღესვე გეგმავდნენ შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლების დაკითხვას, თუმცა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა. ადვოკატებმა ბრალდების მხარე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს და ბრალდების მიერ მხოლოდ ორი მოწმის დაკითხვა გააპროტესტეს.
ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი 11 ივლისს განახლდება.