1757963975
გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ პირველი გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის „ლა ლიგაში“ საგოლე ანგარიში გახსნა. თავისი ახალი კლუბის, „ვილიარეალის“ შემადგენლობაში მიქაუტაძემ პირველი გოლი „ოსასუნასთან“ მატჩში გაიტანა.
ეს მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც „ვილიარეალი“ ანგარიშით 0:1 აგებდა. მიქაუტაძემ ანგარიში 69-ე წუთზე გაათანაბრა. შეხვედრა „ვილიარეალის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გუნდი სატურნირო ცხრილში ამჟამად მესამე ადგილზეა.