ძმის მარცხის შემდეგ, ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781522507
ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელმა, დანა უაითმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ილია საავადმყოფოშია. „ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას ვვარაუდობ.
ილიას დღევანდელი ბრძოლის შედეგს ეხმიანება ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მეგობარს მხარდაჭერა გამოუცხადა.
დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ილია მალე უფრო ძლიერი ფორმით დაბრუნდება.
„ამაყი ვარ ჩემი მეომარი ძმით. ვიცი, რომ ილია უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
1781502954