17 აგვ. 2023 • 19:56
ტომ ფელტონი დრაკო მალფოის როლს უბრუნდება

მსახიობი ტომ ფელტონი კვლავ დრაკო მალფოის განასახიერებს - ამჯერად ბროდვეიზე, სადაც პიესა „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ დაიდგმება.
წარმოდგენები 11 ნოემბერს დაიწყება და 19 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჰარი პოტერის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირი - დრაკო მალფოი ფელტონმა ფრანშიზის 8 ფილმში განასახიერა.