Paramount-მა ახალი „შიშველი პისტოლეტის“ პოსტერი წარადგინა

Paramount-მა ახალი „შიშველი პისტოლეტის“ პოსტერი წარადგინა

კომპანიამ Paramount Pictures „შიშველი პისტოლეტის“ გაგრძელების ახალი პოსტერი წარადგინა. მასზე სურათში მთავარი როლების შემსრულებლები ლიამ ნისონი და პამელა ანდერსონი არიან გამოსახულები.

„შიშველი პისტოლეტი 444+1⁄4“ ცნობილი ფრანშიზის ახალი ნაწილია. ფილმი მთავარი გმირი ფრენკ დრებინი უმცროსი იქნება - ორიგინალურ ფილმებში ლესლი ნილსენის გმირის ვაჟი. სწორედ მას განასახიერებ ნისონი.

ფილმის სცენარი დენ გრეგორს, დაფ მენდს, აკივა შაფერს, მარკ ხენტემანსა და ალეკ სალკინს ეკუთვნით. ფილმში ასევე ითამაშებენ პოლ უოლტერ ჰაუზერი, კევინ დიურანდი, დენი ჰიუსტონი, ბასტა რაიმსი და სხვები. ეს შიშველი პისტოლეტის ფრანშიზის მეოთხე სურათი იქნება. მანამდე კომპანიამ ფილმის თრეილერიც გამოაქვეყნა.