ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად მათი ორი თანამშრომელი დაიღუპა

აფეთქება ირანში

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ირანში ისრაელის თავდასხმის შედეგად წითელი ნახევარმთვარის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

„ეს თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ჯგუფები ასრულებდნენ მოვალეობებს და არ იყვნენ ჩართულნი რაიმე სამხედრო მოქმედებებში“, – განაცხადა ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ.

ამასთან, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ გამოაქვეყნა დამწვარი ავტომობილის ფოტოები, რომელიც, მათი თქმით, წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების მანქანა იყო და ისრაელის თავდასხმის სამიზნე გახდა.