დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
იუველირმა ბრენდმა Fabergé წარადგინა კვერცხი, რომლის ღირებულება 177 ათას დოლარს აღემატება. ექსპონატი ჯეიმს ბონდის შესახებ ლეგენდარული ფილმის - „გოლდფინგერის“ 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კვერცხების სერია Fabergé × 007 შეიქმნა Amazon MGM Studios-თან თანამშრომლობით. ახალი სამკაული დამზადებულია 18-კარატიანი ყვითელი ოქროსგან და ფორტ-ნოქსის ოქროს საცავითაა შთაგონებული, რომელსაც ფილმის სიუჟეტში ცენტრალური ადგილი უკავია. კვერცხის წინა მხარეს სეიფის საკეტია მოთავსებული.მისი საათის საწინააღმდეგო მიმართულებით დატრიალების შემდეგ, სეიფი იხსნება. მსგავსი მექანიზმი Fabergé-ს ისტორიაში პირველად გამოიყენეს.